პენტაგონმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ განაცხადა
პენტაგონმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ განაცხადა

პენტაგონმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ განაცხადა, რომელიც ბრძოლის ველზე არსებულ საჭიროებებს დააკმაყოფილებს, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის პრესსამსახური იუწყება.

მათივე ინფორმაციით, 600 მილიონი აშშ დოლარის პაკეტი უზრუნველყოფილია უკრაინის უსაფრთხოების სფეროში დახმარების ინიციატივის ფარგლებში. მასში გაერთიანებული იქნება უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის გასაძლიერებელი აღჭურვილობა, საარტილერიო საბრძოლო მასალა და სხვა საშუალებები.

მანამდე კი აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა კიევში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ ვაშინგტონი უკრაინის დასახმარებლად მილიარდ დოლარზე მეტს გამოყოფს.