პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების თანახმად, რუსეთის უსაფრთხოების სამსახურს და თავდაცვის სამინისტროს ომის მსხვერპლის მონაცემებთან დაკავშირებით დაპირისპირება აქვთ
პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების თანახმად, რუსეთის უსაფრთხოების სამსახურს და თავდაცვის სამინისტროს ომის მსხვერპლის მონაცემებთან დაკავშირებით დაპირისპირება აქვთ. დოკუმენტების მიხედვით, რუსეთის უსაფრთხოების სამსახური ამტკიცებდა, რომ ქვეყნის ოფიციალური პირები არ ითვლიან რუსეთის ეროვნული გვარდიის, „ვაგნერის“ დაქირავებულთა და სხვათა მსხვერპლის რაოდენობას.
რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების სამსახური სამხედროებს რუსეთის მიერ განცდილი დანაკარგების მასშტაბის დამალვაში ადანაშაულებს.
აშშ-ს დაზვერვის დოკუმენტების თანახმად, რუსეთის უსაფრთხოების სამსახურმა გამოითვალა, რომ საბრძოლო მოქმედებების დროს დაჭრილთა და დაღუპულთა რეალური რაოდენობა 110 000-ს უახლოვდება.
კიდევ ერთი, სახელწოდებით ზესაიდუმლო კლასიფიკაციის დოკუმენტი ეხება „საინფორმაციო ომს“ თავდაცვის სამინისტროსა და „ვაგნერის“ ხელმძღვანელს, ევგენი პრიგოჟინს შორის.