პენტაგონის პრესსპიკერის მოადგილე - უკრაინას ექნება საკუთარი გზა ნატო-ში გაწევრიანებისკენ
უკრაინას ექნება საკუთარი გზა ნატო-ში გაწევრიანებისკენ, – ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერის მოადგილემ, საბრინა სინგმა განაცხადა.
„ყველა ქვეყანას თავისი გზა აქვს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაიმედებს ის, რასაც ვხედავთ შვედეთთან დაკავშირებით. რაც შეეხება უკრაინას, მათ ექნებათ საკუთარი გზა ნატო-ში გაწევრიანებისკენ. ნატო-ს აქვს ღია კარის პოლიტიკა გაწევრიანებასთან დაკავშირებით. რაზეც ჩვენ აქ, დეპარტამენტში ვართ ორიენტირებული, არის ის, რომ უკრაინას ჰქონდეს ის, რაც მას დღეს ბრძოლის ველზე სჭირდება“, – განაცხადა სინგმა.
მისი თქმით, უკრაინისთვის ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა ისევ ძალაში რჩება. ამასთან, სინგმა აღნიშნა, რომ პენტაგონის ძალისხმევა ახლა ორიენტირებულია უსაფრთხოების პაკეტებზე, რომლებიც დაუყოვნებლივ საჭიროა უკრაინისთვის ბრძოლის ველზე.