პენტაგონის ინფორმაციით, უკრაინელი სამხედროების წვრთნა „აბრამსის“ ტანკებზე მომავალ კვირას დაიწყება
უკრაინელი სამხედროების წვრთნა „აბრამსის“ ტანკებზე მომავალ კვირას დაიწყება, – ამის შესახებ „ამერიკის ხმას“ პენტაგონის წარმომადგენელმა, პატრიკ რაიდერმა განუცხადა.
მედიასაშუალების ინფორმაციით, მიმდინარე კვირას გერმანიაში დაახლოებით 250 უკრაინელი სამხედრო ჩავა წვრთნების გასავლელად. უკრაინელი სამხედროები მომზადება გაივლიან „ აბრამსის“ 31 ტანკზე, რომლებიც გერმანიაში ამ თვის დასაწყისში ჩავიდა.
როგორც მოსალოდნელია, სწავლება დაახლოებით 10 კვირა გაგრძელდება და ის ტანკის ტარებას, მანევრირებას და ტექნიკურ მომსახურებას მოიცავს.
აშშ-ის მაღალჩინოსნების განცხადებით, „M1A1 აბრამსის“ ტიპის ტანკების კიდევ ერთი პარტია უკრაინას შემოდგომისთვის მიეწოდება.