პენსილვანიის შტატში, საცხოვრებელ სახლში ხანძარს 10 ადამიანი ემსხვერპლა
პენსილვანიის შტატში, საცხოვრებელ სახლში ხანძარს 10 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის სამი მცირეწლოვანი და შვიდი ზრდასრული.
გარდაცვლილები ადგილზე მისული სახანძრო ეკიპაჟის ერთ-ერთი მეხანძრის ოჯახის წევრები აღმოჩნდნენ.
გავრცელებული ცნობით, ცეცხლი ვერანდაზე გაჩნდა, სამმა პირმა ხანძრისგან თავის დაღწევა შეძლო. დაღუპულთა შორის მეხანძრის ორი შვილი, სამი შვილიშვილი, რძალი, სიმამრი და სტუმრად მყოფი ნათესავები არიან. ამ დროისთვის ცეცხლის გაჩენის მიზეზი უცნობია.