პენსიის გაზრდის მოთხოვნით, პარლამენტის შენობასთან აქცია გაიმართა
პენსიის გაზრდის მოთხოვნით, პარლამენტის შენობასთან აქცია გაიმართა

პენსიის გაზრდის მოთხოვნით, პარლამენტის შენობასთან აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეებმა საპენსიო თანხის 250 ლარამდე გაზრდა მოითხოვეს.

როგორც “დემოკრატიული განვითარების ცენტრის” დირექტორმა თამარ იარაჯულმა განაცხადა, პენსიონრებს თუ კი მათი პენსია საარსებო მინიმუმს არ გაუტოლდება, შიმშილობა ემუქრებათ. “განსაკუთრებით კი, საუბარია შშმ პირებზე, რომლებსაც მკურნალობისთვის საჭირო თანხები არ აქვთ”, – განაცხადა იარაჯულმა.

აქციის მონაწილეები პარლამენტს განცხადებით მიმართავენ და თუ კი რეაგირება არ მოხდება, მასშტაბურ აქციას გეგმავენ.