პენიტენციური სამსახურის სოციალური მუშაობის სპეციფიკასა და თანამშრომელთათვის არსებულ ბენეფიტებს სტუდენტები გაეცნენ
პენიტენციური სამსახურის სოციალური მუშაობის სპეციფიკასა და თანამშრომელთათვის არსებულ ბენეფიტებს სტუდენტები გაეცნენ.
პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, უწყების წარმომადგენლებმა სისტემაში სოციალური მუშაობის სპეციფიკა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს გააცნეს.
„სტუდენტებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს იმ მხარდამჭერ პროგრამებზე, პროექტებსა და აქტივობებზე, რომლებიც პატიმართა რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციას ისახავს მიზნად და ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში უწყვეტად მიმდინარეობს.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სტუდენტები დაინტერესდნენ, როგორ ხდება მსჯავრდებულების რისკის შეფასება და პატიმართა ინტერესებზე მორგებული პროგრამების დანერგვა-განხორციელება.
პენიტენციური სამსახური სტუდენტებს სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის შესაძლებლობას აძლევს, რაც, თავისთავად, სისტემაში ადამიანური რესურსის მოზიდვასა და სოციალური მუშაობის გაძლიერებას შეუწყობს ხელს“, – აღნიშნულია პენიტენციური სამსახურის ინფორმაციაში.
უწყებაში აცხადებენ, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახური კვლავ ინტენსიურად გააგრძელებს სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებთან კომუნიკაციას პენიტენციური სისტემის პროფესიათა პოპულარიზაციისა და მათთვის დასაქმების შესაძლებლობის მიცემის მიზნით.