პენიტენციური სამსახური - სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ექიმების განსაკუთრებული მობილიზებაა
პენიტენციური სამსახური - სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ექიმების განსაკუთრებული მობილიზებაა

სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ექიმების განსაკუთრებული მობილიზებაა და დაწესებულების მედპერსონალი ბრალდებულ/მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ვეღარ მართავს.

მათივე ცნობით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

„იგი დაწესებულების მედიკოსების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. რაც შეეხება კლინიკა „ვივამედიდან“ ანგიოლოგის მისვლის საკითხს, იგი დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის – ნიკოლოზ ყიფშიძის რეკომენდაციის საფუძველზე შევიდა, რადგან თავად არ არის ამ დარგის სპეციალისტი.

ინფორმაციისთვის: დაგეგმილია, ასევე, პულმონოლოგის ვიზიტი, რომელიც ატარებს პრევენციულ ხასიათს, რადგან საუბარი იყო მ. სააკაშვილის წარსულში გადატანილი კოვიდინფექციის მძიმე ფორმის შესახებ.
პენიტენციური სამსახური მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელების და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან“, – აღნიშნულია განცხადებაში.