პენიტენციურ სისტემაზე გადაღებული დოკუმენტური ფილმი „დაწესებულება N16“ „ბირ დუინოს“ კინოფესტივალის გამარჯვებულია
პენიტენციურ სისტემაზე გადაღებული დოკუმენტური ფილმი „დაწესებულება N16“ „ბირ დუინოს“ კინოფესტივალის გამარჯვებულია

დოკუმენტური ფილმი „დაწესებულება N16“, რომელიც პენიტენციური სისტემის რეფორმის შემდეგ დაწესებულებაში არსებულ ვითარებასა და მსჯავრდებულთა ყოველდღიურ ცხოვრებას ასახავს, ყირგიზეთში კინოფესტივალ „ბირ დუინოს“, ნომინაციის – „კანონის უზენაესობა“ გამარჯვებულია.

პენიტენციური სისტემის ინფორმაციით, კინოფესტივალის მთავარი თემა ადამიანის უფლებები იყო. დოკუმენტური ფილმი რეჟისორმა, ალექსანდრე ქორიძემ გადაიღო.

ფილმის გადაღებები N16 დაბალი რისკის პენიტენციურ დაწესებულებაში 2016-2017 წლებში მიმდინარეობდა. შემოქმედებითი ჯგუფი ამ პერიოდის განმავლობაში ინტენსიურად სტუმრობდა N16 პენიტენციურ დაწესებულებას. ფილმის გმირები N16 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულები არიან.

დოკუმენტურ ნამუშევარში ნაჩვენებია, მათი ყოველდღიური რეალური ცხოვრება სასჯელის მოხდის პირობებში, სასწავლო, სპორტული და სხვა სახის აქტივობები, რითაც მსჯავრდებულები არიან დაკავებული, მათი საქმიანობა დაწესებულების ტერიტორიაზე. ფილმში, ასევე ასახულია სპექტაკლი „12 განრისხებული მამაკაცი“, რომელიც პატიმრობის მონაწილეობით 2017 წლის 16 მაისს რუსთაველის თეატრში დაიდგა.

ფილმის გმირი მსჯავრდებულების ნაწილი პენიტენციური დაწესებულებიდან გადაღებების პერიოდში გათავისუფლდა, ნაწილი კი, დღემდე იხდის სასჯელს. ფილმმა „დაწესებულება N 16″ 2017 წელს მოწონება თბილისის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალზეც დაიმსახურა.