პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია
სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია.
მათივე ცნობით, ცოტა ხანში მედიისთვის კომენტარს ექიმი რეანიმატოლოგი გააკეთებს.
„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ცოტა ხანში ექიმი რეანიმატოლოგი გააკეთებს კომენტარს მედიისთვის“, – აცხადებენ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი წაიქცა. ბასილაიას თქმით, წაქცევის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი საკაცეზე დააწვინეს და წაიყვანეს.