ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი და მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი პელე პარიზის საავადმყოფოდან გამოწერეს, – იტყობინება სააგენტო ასოშეიტედ პრესი.
ფეხბურთის მეფე, კლინიკის დატოვების შემდეგ, სამშობლოში დაბრუნებას აპირებს. საფრანგეთის დედაქალაქში ის სარეკლამო აქციებში მონაწილეობდა.
„ისევ მზად ვარ მუშაობისთვის“, – განაცხადა პელემ. – „სერიოზული ინფექცია გადავიტანე, რომელიც სამედიცინო და ქირურგიულ ჩარევას საჭიროებდა. მადლობა პოზიტიური განწყობისთვის და კეთილი სურვილებისთვის“.
პელე საავადმყოფოში მოინახულა ნეიმარმა. მანამდე, ვეტერანი ბრაზილიელი პრომო-კამპანიის დროს პარი სენ-ჟერმენის კიდევ ერთ ვარსკვლავს კილიან მბაპეს შეხვდა.