გარდაიცვალა მსოფლიოს 1958 წლის ჩემპიონატის ფინალის ბოლო მონაწილე - ის 89 წლის იყო #1TVSPORT
გარდაიცვალა მსოფლიოს 1958 წლის ჩემპიონატის ფინალის ბოლო მონაწილე - ის 89 წლის იყო #1TVSPORT

შვედეთის ნაკრების ყოფილი ფორვარდი კურტ ჰამრინი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა, – ამის შესახებ საკუთარ ვებგვერდზე დაწერა შვედეთის საფეხბურთო კავშირმა.

ყოფილი ფეხბურთელი 4 თებერვალს იტალიის ქალაქ ფლორენციაში გარდაიცვალა.

ჰამრინი გახლდათ მსოფლიოს 1958 წლის ჩემპიონატის ფინალის ბოლო მონაწილე. მაშინ პლანეტის პირველობის გადამწყვეტ მატჩში შვედეთმა 2:5 წააგო ბრაზილიის ნაკრებთან, რომლის რიგებში 17 წლის პელე თამაშობდა.

კარიერის განმავლობაში კურტ ჰამრინი თამაშობდა აიკ-ში, „იუვენტუსში“, „ფიორენტინაში“, „მილანსა“ და „ნაპოლიში“.