„სანტოსის“ პრეზიდენტი - ნეიმარმა მე-11 ნომრის შენახვა გვთხოვა #1TVSPORT
„სანტოსის“ პრეზიდენტი - ნეიმარმა მე-11 ნომრის შენახვა გვთხოვა #1TVSPORT

„სანტოსის“ პრეზიდენტმა, მარსელო ტეიშეირამ განაცხადა, რომ საუდის არაბეთის „ალ-ჰილალის“ ფორვარდი ნეიმარი ბრაზილიურ კლუბში დაბრუნებას გეგმავს.

ცოტა ხნის წინ „სანტოსი“ თავის 111-წლიან ისტორიაში პირველად გავარდა ბრაზილიის უმაღლესი დივიზიონიდან. ამის გამო, მან დროებით ხმარებიდან ამოიღო მე-10 ნომერი, რომელიც პელეს ეკუთვნოდა – იქამდე, სანამ კლუბი სერია A-ში არ დაბრუნდება.

„გუშინ ტელეფონით ნეიმარი დამიკავშირდა. მან მითხრა: „თქვენ უკვე ამოიღეთ ხმარებიდან მე-10 ნომერი სერია A-ში დაბრუნებამდე. იგივე გააკეთეთ მე-11 ნომერთან დაკავშირებით, სანამ მე არ დავბრუნდები კლუბში“. ასე რომ, ბედნიერი ვარ და იმედით ვცოცხლობ. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ნეიმარი მომავალში დაგვიბრუნდება“, – განაცხადა ტეიშეირამ.

დღეისთვის, „სანტოსის“ აღზრდილი ნეიმარი მუხლის ჯვარედინი მყესებისა და მენისკის გაწყვეტის შემდეგ აღდგენის კურსს გადის.