პელემ პარიზის საავადმყოფო დატოვა
პელემ პარიზის საავადმყოფო დატოვა

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი და მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი პელე პარიზის საავადმყოფოდან გამოწერეს, – იტყობინება სააგენტო ასოშეიტედ პრესი.

ფეხბურთის მეფე, კლინიკის დატოვების შემდეგ, სამშობლოში დაბრუნებას აპირებს. საფრანგეთის დედაქალაქში ის სარეკლამო აქციებში მონაწილეობდა.

„ისევ მზად ვარ მუშაობისთვის“, – განაცხადა პელემ. – „სერიოზული ინფექცია გადავიტანე, რომელიც სამედიცინო და ქირურგიულ ჩარევას საჭიროებდა. მადლობა პოზიტიური განწყობისთვის და კეთილი სურვილებისთვის“.

პელე საავადმყოფოში მოინახულა ნეიმარმა. მანამდე, ვეტერანი ბრაზილიელი პრომო-კამპანიის დროს პარი სენ-ჟერმენის კიდევ ერთ ვარსკვლავს კილიან მბაპეს შეხვდა.