ერთა ლიგა | ოთარ კაკაბაძე – მინდა, გულშემატკივრებს ბოდიში მოვუხადო #1TVSPORT
ფოტო: გიორგი ზურაბიანი
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა, ოთარ კაკაბაძემ კომენტარი გააკეთა უნგრეთთან ერთა ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრაზე, რომელშიც „ჯვაროსნები“ 0:2 დამარცხდნენ და წარუმატებელი სერია ვერ შეწყვიტეს.
„ვფიქრობ, პირველ ტაიმში მეტოქეს ვაჯობეთ, მაგრამ უნგრეთის ნაკრების შეცდომების გამოყენება ვერ მოვახერხეთ და ბურთის გატანა ვერ შევძელით. მეორე ტაიმში გარკვეულ ეპიზოდებში მოვეშვით და ამის გამო დავისაჯეთ. ვიმუშავებთ და შეცდომებს აუცილებლად გამოვასწორებთ.
იმის მიუხედავად, რომ შედეგი არ გვაქვს, გულშემატკივრები მაინც მოდიან თამაშზე, სტადიონი ივსება და კვლავ გვქომაგობენ. მინდა, მათ ასეთი შედეგისთვის ბოდიში მოვუხადო. ვეცდებით, მდგომარეობა გამოვასწოროთ“, – ამბობს ოთარ კაკაბაძე.
საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას 17 ნოემბერს სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში უკრაინის წინააღმდეგ გამართავს.