პეკინში აცხადებენ, რომ ჩინეთისა და რუსეთის ურთიერთობა სხვა ქვეყნების მხრიდან ზემოქმედებას არ დაემორჩილება
პეკინში აცხადებენ, რომ ჩინეთისა და რუსეთის ურთიერთობა სხვა ქვეყნების მხრიდან ზემოქმედებას არ დაემორჩილება

ჩინეთისა და რუსეთის ურთიერთობა სხვა ქვეყნების მხრიდან ზემოქმედებას არ დაემორჩილება, – ამის შესახებ ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის საგარეო ურთიერთობათა კომისიის ხელმძღვანელმა, ვან იმ მოსკოვში ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების წლისთავამდე ორი დღით ადრე რუსეთში ჩასულმა ვან იმ აღნიშნა, მოსკოვი და პეკინი სტრატეგიული თანამშრომლობის გაძლიერებისთვის მზად არიან.

თავის მხრივ, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები კარგად ვითარდება. მისი თქმით, ორ ქვეყანას მიმდინარე წელს ვაჭრობაში ახალ დონეზე ასვლა შეუძლიათ. მან აღნიშნა, რომ მოუთმენლად ელოდება ვან ისთან ამჟამინდელი საერთაშორისო სიტუაციის განხილვას, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა შეაფასა, როგორც „რთული“.

ვლადიმერ პუტინის თქმით, ჩინეთთან თანამშრომლობა რუსეთისთვის მნიშვნელოვანია. მან ასევე აღნიშნა, რომ ელოდება რუსეთში ჩინეთის ლიდერ სი ძინპინის ვიზიტს.