საქართველოს ოლიმპიური გუნდი პეკინის ოლიმპიადაზე ცხრა სპორტსმენით გაემგზავრა. აღსანიშნავია, რომ აქამდე ამ რაოდენობის სპორტსმენი ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს არ ჰყოლია. წელს ქართველი მოციგურავეები, ისტორიაში პირველად გუნდური ოლიმპიური მედლებისთვისაც იბრძოლებენ.
გთავაზობთ რამდენიმე ფაქტს ზამთრის ოლიმპიური თამაშებიდან.
პირველი თამაშები დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსით
ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დებიუტი 1994 წელს ლილეჰამერში შედგა. ნორვეგიაში ჩვენი ქვეყანა ხუთი სპორტსმენით იყო წარმოდგენილი.
თეთრი ოლიმპიადა შავი სარტყელით
2010 წლის 12-დან 28 თებერვლამდე ვანკუვერმა ზამთრის XXI ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლა. ოლიმპიადის გახსნის საზეიმო ცერემონიის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე საკონტროლო დაშვებისას ტრაგიკულად დაიღუპა 21 წლის ქართველი მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილი.
ვანკუვერში საქართველო 8 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი და სწორედ ნოდარ ქუმარიტაშვილი იყო ის მერვე, რომელმაც ოლიმპიური ლიცენზია ვანკუვერში გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე მოიპოვა.
თეთრი ოლიმპიადა შავი სარტყელით ასე მოიხსენიებდნენ 2010 წლის ოლიმპიადას. ტრაგედიის მიუხედავად საქართველოს დელეგაციის წევრებმა არ დაარღვიეს ოლიმპიური ქარტიის პრინციპები და ვანკუვერში ასპარეზობა განაგრძეს. ქართველ სპორტსმენთაგან ვანკუვერი მხოლოდ ნოდარ ქუმარიტაშვილის უახლოესმა მეგობარმა ნოდარ გურეშიძემ დატოვა.
ბაკურიანი 2014
ზამთრის XXII ოლიმპიური თამაშები პირველი ასეთი მასშტაბური ღონისძიება იყო რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მის ყოფილ ტერიტორიაზე – რუსეთში ჩატარდა. საქართველოსთვის ამ თამაშების მასპინძლობისთვის ბრძოლას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. ქართული სპორტის ისტორიაში პირველად ოლიმპიადის მასპინძლობისთვის ბრძოლაში ბორჯომი-2014-ის სახით ჩაება. დასკვნით ეტაპზე სოჭის, პიონჩანგის და ზალცბურგის განაცხადები გავიდა, 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის უფლება კი საბოლოოდ სოჭმა მოიპოვა.
გედევანიშვილის საუკეთესო ათეული
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მოციგურავე ელენე გედევანიშვილი ჯერ-ჯერობით კვლავ არის პირველი ქართველი სპორტსმენი, ვინც ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. 2006 წელს ტურინში ზამთრის მეათე ოლიმპიურ თამაშებზე ელენე გედევანიშვილი მეათე ადგილზე გავიდა.
წაქაძის რეკორდი
ლეგენდარული მოთხილამურე კობა წაქაძე იყო პირველი ქართველი ვინც საბჭოთა კავშირის გუნდის შემადგენლობაში ოთხ ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზა.
1956 წელი. VII ოლიმპიური თამაშები. კორტინა დ’ამპეცო
კობა წაქაძე (70 მ ტრამპლინი) – 30-ე ადგილი
1960 წელი. VIII ოლიმპიური თამაშები. სკვო-ველი
კობა წაქაძე (80 მ ტრამპლინი) – 9-ე ადგილი
1964 წელი. IX ოლიმპიური თამაშები. ინსბრუკი
კობა წაქაძე (90 მ ტრამპლინი) – 27-ე ადგილი
1972 წელი. XI ოლიმპიური თამაშები. საპორო
კობა წაქაძე (70 მ ტრამპლინი) – 9-ე ადგილი
კობა წაქაძე (90 მ ტრამპლინი) – 35-ე ადგილი
1994 წელი. XVII ოლიმპიური თამაშები. ლილეჰამერი
ზურაბ ჯიჯიშვილი (სწრაფდაშვება) – 47-ე ადგილი
კახა ვახტანგიშვილი, ლევან თიბილოვი (ციგაობა) – 17-ე ადგილი
კახა წაქაძე (90 მ ტრამპლინი) – 50-ე ადგილი
კახა წაქაძე (120 მ ტრამპლინი)-55-ე ადგილი
ლევან აბრამიშვილი (სლალომი )- დისკვალიფიკაცია
1998 წელი. XVIII ოლიმპიური თამაშები. ნაგანო
ზურაბ ჯიჯიშვილი (სამთო კომბინაცია) – 14-ე ადგილი
სოფიკო ახმეტელი (სლალომი) – დისკვალიფიკაცია
ლევან აბრამიშვილი (სლალომი) – დისკვალიფიკაცია
კახა წაქაძე (90 მ ტრამპლინი) – 55-ე ადგილი
კახა წაქაძე (120 მ ტრამპლინი) – 59-ე ადგილი
2002 წელი. XIX ოლიმპიური თამაშები. სოლტ ლეიკ სიტი.
ვახტანგ მურვანიძე (ფიგურული ციგურაობა) – 17-ე ადგილი
სოფიკო ახმეტელი (სლალომი) – დისკვალიფიკაცია
რობერტ მახარაშვილი (სლალომი) – დისკვალიფიკაცია
კახა წაქაძე (90 მ ტრამპლინი) – 58-ე ადგილი
კახა წაქაძე (120 მ ტრამპლინი) – დისკვალიფიკაცია
2006 წელი. XX ოლიმპიური თამაშები. ტურინი
ელენე გედევანიშვილი (ფიგურული ციგურაობა) – 10- ადგილი
ვახტანგ მურვანიძე (ფიგურული ციგურაობა) – 28-ე ადგილი
იასონ აბრამაშვილი (გიგანტური სლალომი) – 29-ე ადგილი
იასონ აბრამაშვილი (სლალომი) – 32 -ე ადგილი
2010 წელი. XXI ოლიმპიური თამაშები. ვანკუვერი
ელენე გედევანიშვილი (ფიგ. ციგურაობა) – 14-ე ადგილი
ოთარ ჯაფარიძე, ელისონ რიდი (ფიგ. ციგურაობა) – 22-ე ადგილი
იასონ აბრამაშვილი (გიგანტ. სლალომი) – 46-ე ადგილი
ჯაბა გელაშვილი (გიგანტ.სლალომი) – 50-ე ადგილი
იასონ აბრამაშვილი (სლალომი) – დისკვალიფიკაცია
ჯაბა გელაშვილი (სლალომი) – დისკვალიფიკაცია
ნინო წიკლაური (სლალომი) – 50-ე ადგილი
ნინო წიკლაური (გიგანტ. სლალომი) – დისკვალიფიკაცია
2014 წელი. XXII ოლიმპიური თამაშები. სოჭი
იასონ აბრამაშვილი – სამთო სათხილამურო სპორტი. სლალომი – გამოეთიშა, გიგანტური სლალომი – 23 ადგილი
ალექს ბენიაიძე – სამთო სათხილამურო სპორტი. სლალომი – გამოეთიშა, გიგანტური სლალომი – გამოეთიშა
ნინო წიკლაური – სამთო სათხილამურო სპორტი. სლალომი – 49 ადგილი, გიგანტური სლალუმი – გამოეთიშა
ელენე გედევანიშვილი – ფიგურული ციგურაობა – 19 – ე ადგილი
2018 წელი. XXIII ოლიმპიური თამაშები. სოჭი.
მორის ყვითელაშვილი – ფიგურული ციგურაობა – 24 ადგილი
იასონ აბრამაშვილი- სამთო სათხილამურო სპორტი. სლალომი – 28 ადგილი, გიგანტური სლალომი – გამოეთიშა
გიორგი სოღოიანი – ციგაობა – 32 ადგილი
ნინო წიკლაური – სამთო სათხილამურო სპორტი
სლალომი – 39 ადგილი, გიგანტური სლალომი – 46 ადგილი
ოლიმპიზმის ისტორიაში პეკინი არის პირველი ქალაქი სადაც 2008 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების შემდეგ ამჯერად უკვე 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადა გაიმართება.