პეკინის ოლიმპიადის ბოლო დღეს ჰოკეიში ფინალური შეხვედრა გაიმართა. ოქროს მედლისთვის ბრძოლაში ფინეთის ნაკრებმა რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის გუნდი დაამარცხა და ოლიმპიური ჩემპიონები დამსახურებულად გახდნენ.
მატჩის პირველი ნახევარი რუსების გამარჯვებით დასრულდა (0:1), ხოლო სკანდინავიელების მეორე და მესამე პერიოდების დასაწყისში გატანილი გოლები საკმარისი აღმოჩნდა გამარჯვებისთვის (2:1).
ფინეთის ნაკრები ოლიმპიური ჩემპიონები ისტორიაში პირველად გახდნენ, მათ ეს მესამე ცდიდან მოახერხეს.სკანდინავიური გუნდი მთელი ტურნირის განმავლობაში კარგად გამოიყურებოდა. მათ ყველა შეხვედრა მოიგეს და ფინალშიც საგრძნობ უპირატესობას ფლობდნენ. ფინეთისთვის ეს ოქროს მედალი მეორეა პეკინის ზამთრის 2022 წლის ოლიმპიადაზე.