კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონატის პირველი დღე - ავსტრალიამ ფინეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა #1TVSPORT
კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონატის პირველი დღე - ავსტრალიამ ფინეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა #1TVSPORT

კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონატის პირველ მატჩში ერთმანეთს ფინეთისა და ავსტრალიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. ფავორიტებად ავსტრალიელები მიიჩნეოდნენ და თამაშიც მათი დომანიაციით წარიმართა.

შეხვედრის პირველი მეოთხედი ფინელების გამარჯვებით დასრულდა (21:17), მაგრამ შემდეგ ინიციატივა მთლიანად ავსტრალიის ეროვნული გუნდის ხელში გადავიდა და დარჩენილი პერიოდები მათი სრული უპირატესობით მიმდინარეობდა – 28:19; 25:14; 28:18. საბოლოოდ ავსტრალიამ დიდი ანგარიშით მოიგო 98:72 და მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება იზეიმა.

ფავორიტების გამარჯვებით დასრულდა მეორე მატჩიც, რომელშიც იტალიამ ანგოლა 81:67 დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად მონაწილეობს. ჩვენი ნაკრები პირველ შეხედრას ხვალ, 26 აგვისტოს კაბო ვერდესთან გამართავს. მატჩი თბილისის დროით 11:50 საათზე დაიწყება.

კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონატის პირდაპირ ტელერეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი და „ტელესკოლა“ გთავაზობთ.