პეკინი 2022 საზეიმოდ დაიხურა – საქართველოს ნაკრების მონაგარი და ისტორიული შედეგი ზამთრის ოლიმპიადაზე [ვიდეო] #1TVSPORT

17:50, 20.02.2022

დღეს, 20 თებერვალს პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშები საზეიმოდ დაიხურა. საქართველოს ნაკრებისთვის ამ ოლიმპიადას განსკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა ზამთრის სახეობებში საკუთარი მიღწევები მნიშვნელოვნად გააუმჯობესა და ისტორიული შედეგი აჩვენა.

ოლიმპიურ თამაშებზე წელს საქართველოს სახელით სპორტის სამ სახეობაში (ფიგურული ციგურაობა, სამთო თხილამურობაციგაობა) ცხრა სპორტსმენი წარსდგა. აღსანიშნავია, რომ აქამდე ამ რაოდენობის სპორტსმენი ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს არ ჰყოლია. წელს ქართველი მოციგურავეები, ისტორიაში პირველად გუნდური ოლიმპიური მედლებისთვისაც იბრძოდნენ.

ლუკა ბერულავასა და კარინა საფინას დუეტმა სპორტულ ცეკვებში მეცხრე ადგილი დაიკავა. ეს კი ზამთრის ოლიმპიადებზე ქართული რეკორდია.

აქამდე ორ ჩვენიანს ჰქონდა დაფიქსირებული მეათე ადგილი – ელენე გედევანიშვილს 2006 წელს და მორის ყვითელაშვილს 2022 წელს.

https://www.youtube.com/watch?v=Yhx-rJ8GQqA

ფიგურულ ციგურაობაში მამაკაცთა შორის მორის ყვითელაშვილი მეათე ადგილზე გავიდა. ეს ჩვენი რეკორდის გამეორებაა, რადგან როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2006 წლის ოლიმპიადაზე მოციგურავე ელენე გედევანიშვილი სწორედ მეათე იყო.

https://www.youtube.com/watch?v=a9WQoLaHY40

ფიგურულ ციგურაობაში ქალთა შორის საქართველოს სახელით მოასპარეზე ანასტასია გუბანოვამ თავისუფალ პროგრამაში მე-11 ადგილი დაიკავა.

https://www.youtube.com/watch?v=YFeSiJBQy58

სპეციალურ სლალომში სამთო მოთხილამურე სოსო ჯაფარიძემ 32-ე პოზიცია დააფიქსირა.

https://www.youtube.com/watch?v=rY-5xg0_ZQw

რიტმულ ცეკვებში პეკინის ოლიმპიადაზე გიორგი რევიასა და მარია კაზაკოვას დუეტმა  თავისუფალ პროგრამაში მე-19 ადგილი დაიკავა.

https://www.youtube.com/watch?v=d-f5TeIzvSs

ქალთა შორის სლალომში მონაწილეობდა ნინო წიკლაური, რომელმაც ასპარეზობა 42-ე დაასრულა, ხოლო გიგანტურ სლალომში 32-ე იყო.

https://www.youtube.com/watch?v=mL6ytJvpAYo

პეკინში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მოციგავე საბა ქუმარიტაშვილმა იასპარეზა და 31-ე ადგილზე გავიდა. საბა  2010 წელს ვანკუვერის ოლიმპიადაზე ტრაგიკულად დაღუპული მოციგავის, ნოდარ ქუმარიტაშვილის ბიძაშვილია.

https://www.youtube.com/watch?v=Cy3wsOwfC-0

პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების პირდაპირ რეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი და ტელესკოლა გთავაზობდათ.

ზამთრის მომდევნო ოლიმპიადას იტალია უმასპინძლებს.

მსგავსი