პეკინი 2022 | ანასტასია გუბანოვას 135.58 ქულა თავისუფალ პროგრამაში [ვიდეო] #1TVSPORT
პეკინის ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ქალთა შორის თავისუფალი პროგრამა მიმდინარეობს, სადაც საქართველოს სახელით მოასპარეზე ანასტასია გუბანოვამ იასპარეზა, 135.58 ქულა დაიმსახურა და ჯამში 200.98 ქულა დააგროვა.
შეგახსენებთ, რომ გუბანოვამ მოკლე პროგრამაში 65.40 ქულა მიიღო. ჯერჯერობით, ის მე-2 პოზიციაზეა.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ მორის ყვითელაშვილმა ისტორიული შედეგი დააფიქსირა – მან 2006 წლის ოლიმპიადაზე ელენე გედევანიშვილის მიერ დამყარებული რეკორდი გაიმეორა და ორი პროგრამის ჯამში მე-10 ადგილზე გავიდა, ამ შედეგების გაუმჯობესებასტან კი ანასტასია ძალიან ახლოსაა.