ანასტასია გუბანოვამ პარიზის გრანდ სლემი მეექვსე ადგილზე დაარსულა #1TVSPORT
ანასტასია გუბანოვამ პარიზის გრანდ სლემი მეექვსე ადგილზე დაარსულა #1TVSPORT

პარიზის გრანდ სლემზე გამოსვლა დაასრულა ევროპის ჩემპიონმა, საქართველოს სახელით მოასპარეზე ანასტასია გუბანოვამ.

მან მოკლე პროგრამა მაღალ დონეზე შეასრულა და პირველი დღის შემდეგ 66.73 ქულით მეორე იყო.

ანასტასიას შეცდომები არც თავისუფალ პროგრამაში ჰქონდა, თუმცა 120.93 ქულა დაიმსახურა, რაც მედლის მოსაპოვებლად საკმარისი არ აღმოჩნდა.

საბოლოოდ, 187.66 ქულით გუბანოვამ პარიზის გრანდ სლემი მეექვსე ადგილზე დაასრულა.