საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა წლის საუკეთესო სპორტსმენებად ლაშა ტალახაძე და ანასტასია გუბანოვა დაასახელა #1TVSPORT
საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა წლის საუკეთესო სპორტსმენებად ლაშა ტალახაძე და ანასტასია გუბანოვა დაასახელა #1TVSPORT

საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა წლის საუკეთესო სპორტსმენები გამოავლინა.

2023 წლის საუკეთესო მამაკაც სპორტსმენად ლაშა ტალახაძე დასახელდა, რომელმაც წლეულს მაღალ დონეზე ჩაატარა როგორც ევროპის, ასევე მსოფლიო ჩემპიონატი და ორივე შეჯიბრება ოქროს მედლებით დაასრულა.

საუკეთესო ქალი სპორტსმენი ანასტასია გუბანოვაა, რომელმაც თებერვალში ფიგურული ციგურაობის ევროპის ჩემპიონატი მოიგო.