პეკინი 2022 | ანასტასია გუბანოვამ საქართველოს მეთერთმეტე ადგილი მოუტანა [ვიდეო] #1TVSPORT

პეკინის ზამთრის ოლიმპიადაზე დასრულდა თავისუფალი პროგრამა ფიგურულ ციგურაობაში ქალთა შორის. მასში საქართველოს სახელით ასპარეზობდა ანასტასია გუბანოვა, რომელმაც თავისუფალ პროგრამაში 135.58 ქულა მიიღო და ჯამში 200.98 ქულა დაიმსახურა.

ეს მაჩვენებელი საკმარისი აღმოჩნდა მე-11 ადგილის დასაკავებლად. თუმცა იგი ათეულში მოხვედრასთან ძალიან ახლოს იყო: მეცხრეადგილოსან კორეელ იელიმ კიმს 202.63 ქულა ჰქონდა, ხოლო მეათეადგილოსან ამერიკელს, მარია ბელს – 202.30 ქულა.

შეგახსენებთ, რომ ზამთრის ოლიმპიადებზე ქართველთა რეკორდი მეათე ადგილია. 2006 წელს მეათე პოზიციაზე გამოვიდა ფიგურული მოციგურავე ელენე გედევანიშვილი, ხოლო პეკინი 2022-ზე ასევე მეათე იყო მორის ყვითელაშვილი.

მიმდინარე ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ოქროს მედალი ROC-ის წარმომადგენელმა ანა შერბაკოვამ მოიპოვა, მეორე მისი თანამემამულე ალექსანდრა ტრუსოვა იყო, ხოლო მესამე – იაპონელი კაორი საკამოტო.

 

პეკინის ოლიმპიადის განრიგი: