პეკა ჰაავისტო აცხადებს, რომ ფინეთის საელჩოსა და საკონსულოს საბანკო ანგარიშები რუსეთში 27 აპრილის შემდეგ გაყინულია, თუმცა განმარტება ამ დრომდე არ მიუღიათ
ფინეთის საელჩოსა და საკონსულოს საბანკო ანგარიშები რუსეთში გაყინულია და სკანდინავიურ ქვეყანას მეზობლისგან ახსნა-განმარტება არ მიუღია, – აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეკა ჰაავისტომ გააკეთა.
როგორც პეკა ჰაავისტომ მედიასთან განაცხადა, საბანკო ანგარიშები 27 აპრილის შემდეგ არის გაყინული.
ფინეთმა რუსეთის ხელისუფლებას 4 მაისს გაუგზავნა შეტყობინება, რომელშიც მოითხოვა, ოფიციალური ახსნა-განმარტება რუსეთის მხრიდან ანგარიშების გაყინვის შესახებ და ასევე მოთხოვა, უზრუნველყონ მისიების ფუნქციონირების შესაძლებლობა.
ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ. რუსეთის ცენტრალურ ბანკს საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია.