მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი - შეშფოთებით ვადევნებ თვალს მოვლენებს საქართველოში, მოვუწოდებ ძალადობის დასრულებისა და დემოკრატიის, ადამიანის უფლებების დაცვისკენ, პოლიტიკურმა დიალოგმა უნდა გაიმარჯვოს
ევროსაბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ პოლიტიკურმა დიალოგმა უნდა გაიმარჯვოს.
„შეშფოთებით და ყურადღებით ვადევნებ თვალს საქართველოში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს. მოვუწოდებ ძალადობის დასრულებისა და ევროპის საბჭოს სტანდარტების – დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვისკენ. პოლიტიკურმა დიალოგმა უნდა გაიმარჯვოს“, – წერს პეიჩინოვიჩ ბურიჩი.