„პეგასუსის ავიახაზებმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ანკარის მიმართულებით ფრენა დაიწყო.
ახალ მიმართულებაზე ავიაკომპანია კვირაში ორჯერ – ოთხშაბათს და კვირას იფრენს.
აღსანიშნავია, რომ ანკარის მიმართულებით 2019-2020 წლებში თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეისებს „თურქეთის ავიახაზები“ ასრულებდა.
დღეისათვის, „პეგასუსი“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სტამბოლის მიმართულებით რეისებს კვირაში 17-ჯერ ასრულებს.
ავიაკომპანია ასევე გეგმავს რეგულარული რეისების გაგრძელებას ანტალიის მიმართულებით, პირველად ზამთრის სეზონზე და ფრენებს კვირაში ორჯერ – ოთხშაბათსა და შაბათს შეასრულებს.