პედრო სანჩესი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, შეწყვიტონ ისრაელისთვის იარაღის მიყიდვა
ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, შეწყვიტონ ისრაელისთვის იარაღის მიყიდვა.
პედრო სანჩესმა ისრაელის მიერ ლიბანში გაერო-ს სამშვიდობო ძალებზე განხორციელებული იერიში დაგმო.
ესპანეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ იერიშის შედეგად არცერთი ესპანელი სამხედრო არ დაღუპულა.
სანჩესის თქმით, ესპანეთმა ისრაელისთვის იარაღის მიყიდვა 2023 წლის ოქტომბერში შეწყვიტა.
„ვფიქრობ, იმის გათვალისწინებით, რაც ახლა ახლო აღმოსავლეთში ხდება, საერთაშორისო საზოგადოებამ დაუყონებლივ უნდა შეწყვიტოს ისრაელის მთავრობისთვის იარაღის მიყიდვა”,- განაცხადა სანჩესმა.