პედრო სანჩესი - მოხარული ვარ, რომ კარი გავუღეთ დასავლეთ ბალკანეთს, უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს
პედრო სანჩესი - მოხარული ვარ, რომ კარი გავუღეთ დასავლეთ ბალკანეთს, უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა დავოსში გამართულ პანელურ დისკუსიაზე ევროკავშირის მომავალსა და გაერთიანების გაფართოებასთან დაკავშირებით ისაუბრა.

სანჩესმა აღნიშნა, რომ 2023 წლის მეორე ნახევარში, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტობის დროს, ესპანეთმა გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების პროცესი დაძრა.

„ესპანეთის პრეზიდენტობის დროს ჩვენ დავიწყეთ გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უკრაინასთან, მოლდოვასთან, დასავლეთ ბალკანეთთან. ეს გაფართოება მოითხოვს და საჭიროებს ჩვენი ინსტიტუტისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესის რეფორმას, გადაწყვეტილების ერთხმად მიღებიდან ხმათა უმრავლესობაზე, თუმცა ესაა ინსტრუმენტები. ყველაზე მნიშვნელოვანია გეოპოლიტიკური ცვლილება, რომლის მოწმეც გავხდებით უახლოეს წლებში. ვფიქრობ, ეს კარგია და ასევე დაასტაბილურებს მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში ვითარებას ევროპის აღმოსავლეთ ნაწილში.

მაქვს პოზიტიური წინათგრძნობა, რა მოხდება ევროპაში უახლოეს წლებში. ჩვენ ბევრი რამ ვისწავლეთ ბოლო 4-5 წლის განმავლობაში გადატანილი კრიზისისგან – პანდემიისგან და არამხოლოდ პანდემიისგან, უკრაინაში ომისგან. ახლა კი გავხდებით მომსწრე უფრო ფედერალური და უფრო ინტეგრირებული ევროკავშირისა. მოხარული ვარ, რომ ჩვენ კარი გავუღეთ დასავლეთ ბალკანეთს, ასევე უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს“, – განაცხადა პედრო სანჩესმა.