პედრო სანჩესი - ევროპარლამენტის არჩევნებს ესპანეთის მომავლისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა ევროპარლამენტის არჩევნებში საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.
სანჩესის თქმით, ამ არჩევნებს ესპანეთის მომავლისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
„მოვუწოდებ ყველას, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში და ერთად გადავწყვიტოთ, როგორი მომავალი გვსურს ევროპისთვის, პროგრესი გვსურს თუ რეგრესი, სოლიდარული ევროპა გვინდა თუ რეაქციული“,- განაცხადა სანჩესმა.
ევროპარლამენტის არჩევნები დღეს 21 ქვეყანაში მიმდინარეობს. ხმის მიცემა დღეს დასრულდება. ევროკავშირის მოქალაქეები 720 პარლამენტარს ირჩევენ, რომლებიც წევრ სახელმწიფოს წარმოადგენენ ქვეყნის მოსახლეობის პროპორციულად.