პედრო სანჩესი - დღეს ევროპა და ევროპული ღირებულებები იმარჯვებს, ყველა ევროპელის უკეთესი მომავლისთვის პიტერ მაგიართან მუშაობას მოუთმენლად ველოდები
პედრო სანჩესი - დღეს ევროპა და ევროპული ღირებულებები იმარჯვებს, ყველა ევროპელის უკეთესი მომავლისთვის პიტერ მაგიართან მუშაობას მოუთმენლად ველოდები

დღეს ევროპა და ევროპული ღირებულებები იმარჯვებს, – ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა.

სანჩესმა უნგრეთში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს ისტორიული უწოდა.

„დღეს ევროპა და ევროპული ღირებულებები იმარჯვებს. ისტორიული არჩევნების ჩატარებას ვულოცავ უნგრეთის ყველა მოქალაქეს. ყველა ევროპელის უკეთესი მომავლისთვის პიტერ მაგიართან მუშაობას მოუთმენლად ველოდები“, – წერს ესპანეთის პრემიერი სოციალურ ქსელ „იქსზე“.

ცნობისთვის, ხმათა ნახევარზე მეტის დათვლის შემდეგ უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური პარტია „ტისა“ ლიდერობს.