პედრო სანჩესი - ჩვენ პირველები ვიყავით პალესტინის სახელმწიფოს აღიარებაში, დიდი ბრიტანეთი, კანადა და ავსტრალია კი უკანასკნელები არ იქნებიან
პედრო სანჩესი - ჩვენ პირველები ვიყავით პალესტინის სახელმწიფოს აღიარებაში, დიდი ბრიტანეთი, კანადა და ავსტრალია კი უკანასკნელები არ იქნებიან

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი რამდენიმე ქვეყნის მიერ პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას მიესალმება და აცხადებს, რომ ისინი უკანასკნელები არ იქნებიან, ვინც ამ გადაწყვეტილებას მიიღებს.

ამასთან, პედრო სანჩესი მსოფლიოს ახსენებს, რომ ესპანეთი იყო ერთ-ერთი პირველი, ნორვეგიასა და ირლანდიასთან ერთად, რომელმაც ჯერ კიდევ 2024 წლის მაისში პალესტინის აღიარების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

„ჩვენ პირველები ვიყავით. დიდი ბრიტანეთი, კანადა და ავსტრალია კი უკანასკნელები არ იქნებიან. ერთად ორი სახელმწიფოს შესაქმნელად, რომელშიც ისრაელისა და პალესტინის მოქალაქეები მშვიდობიანად იცხოვრებენ“, – წერს სანჩესი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის, კანადისა და ავსტრალიის შემდეგ პალესტინის სახელმწიფო ოფიციალურად პორტუგალიამაც აღიარა. საერთაშორისო მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, უახლოეს დღეებში ამავეს კიდევ ათამდე ქვეყანა გააკეთებს.