პაველ კლიმკინი - სააკაშვილის დაკავებას დასავლეთი უკრაინის შიდა საქმედ მიიჩნევს
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პაველ კლიმკინი აცხადებს, რომ ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის დაკავებას დასავლეთი უკრაინის შიდა საქმედ მიიჩნევს, ამიტომ ევროპიდან უჩვეულო რეაქცია ამ ფაქტთან დაკავშირებით არ იქნება.
ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, უკრაინა ევროპელი ქვეყანაა, სადაც კანონის უზენაესობას პატივს სცემენ.
„ყველაფერი ძალიან მარტივია. ფორმალურ, განსხვავებულ რეაქციას თქვენ ვერ მოისმენთ, ვინაიდან ევროპაში ესმით, თუ როგორ უნდა გაკეთდეს ეს. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ გვაქვს ევროპული საზოგადოება და ევროპული ქვეყანა – ეს სამართლის უზენაესობას ემყარება“, – აცხადებს კლიმკინი.