პაველ იაბლონსკი - პოლონეთსა და უკრაინას შორის დღევანდელი ურთიერთობა არ არის საუკეთესო
პაველ იაბლონსკი - პოლონეთსა და უკრაინას შორის დღევანდელი ურთიერთობა არ არის საუკეთესო

პოლონეთსა და უკრაინას შორის დღევანდელი ურთიერთობა, უკრაინის ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის ბოლო განცხადებების გამო, არ არის საუკეთესო, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, პაველ იაბლონსკიმ განაცხადა.

პოლონელი დიპლომატის თქმით, არის ბევრი საკითხი, რომლებზეც პოლონეთმა და უკრაინამ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ უთანხმოების ერთ-ერთ საკითხად ვოლინის ტრაგედია დაასახელა და აღნიშნა, რომ პოლონელებისთვის ეს გენოციდია.

პაველ იაბლონსკიმ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში პოლონეთის ელჩის გამოძახებასა და ამის შემდეგ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ანალოგიურ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.

„საუბარი იქნება ძალიან გულწრფელი. ეს იქნება ძალიან კონკრეტული, როგორც ყოველთვის. ჩვენ გადავცემთ ჩვენს შეფასებებს დღევანდელი ურთიერთობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელიც, სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლების ზოგიერთი წევრის ბოლო განცხადებების გამო, არ არის საუკეთესო. არავინ მალავს. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, ეს იმით არის განპირობებული, რომ, სამწუხაროდ, იქ რაღაც ემოციები გაჩნდა. ჩვენ აქ ცოტა რამ გვესმის, რადგან, რა თქმა უნდა, სახელმწიფო თავდასხმის ქვეშაა, მაგრამ მან თავის მოკავშირეებს არ უნდა შეუტიოს“, – განაცხადა პაველ იაბლონსკიმ.