პაველ ჰერჩინსკი - ყურადღებით ვაკვირდებით ვითარებას სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, საკითხი დღის წესრიგის სათავეშია და დიდი ინტერესია ჩვენი ზოგიერთი წევრი სახელმწიფოსგან
საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ ევროკავშირში ყურადღებით აკვირდებიან ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ ვითარებას.
როგორც ელჩმა ჟურნალისტებს განუცხადა, „მიხეილ სააკაშვილის საკითხი დღის წესრიგის სათავეშია და დიდი ინტერესია ჩვენი ზოგიერთი წევრი სახელმწიფოსგან“.
„არაერთხელ ვთქვით, რომ ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ვითარებას ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ეს საკითხი დღის წესრიგის სათავეშია და დიდი ინტერესია ჩვენი ზოგიერთი წევრი სახელმწიფოსგან. ვიმედოვნებთ, მისი უფლებები როგორც სასამართლოში, ისე პატიმრობაში სრულად იქნება დაცული შესაბამისი ხელისუფლების მიერ“, – აღნიშნა ჰერჩინსკიმ.