პაველ ჰერჩინსკი - ვიმედოვნებ, საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი, ეს ქვეყანას მოუტანს უზარმაზარ სარგებელს, საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება საქართველოს მიერ განხორციელებულ პროგრესზე
პაველ ჰერჩინსკი - ვიმედოვნებ, საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი, ეს ქვეყანას მოუტანს უზარმაზარ სარგებელს, საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება საქართველოს მიერ განხორციელებულ პროგრესზე

ვიმედოვნებ, რომ საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი და ეს მოუტანს უზარმაზარ სარგებელს საქართველოს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

როგორც ელჩმა აღნიშნა, ევროკავშირის წევრობა ნიშნავს სტაბილურობას, მშვიდობას, კეთილდღეობას, ცხოვრების დონის ამაღლებას

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ვიმყოფები საქართველოში ამ ისტორიულ მომენტში. საქართველომ გადაწყვიტა, რომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი წარედგინა. 27-მა წევრმა ქვეყანამ გადაწყვიტა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივა მიეცა. ახლა მუშაობა მიმდინარეობს 12 პრიორიტეტის შესრულებაზე. ეს ჯერ კიდევ სამუშაო პროცესია. ჩვენ პროგრესს წლის ბოლოს შევაფასებთ და 27 წევრი ქვეყანა გადაწყვეტს შემდეგ ნაბიჯებს დეკემბერში. ვიმედოვნებ, დადებითი გადაწყვეტილება იქნება და საქართველოს მისცემენ კანდიდატის სტატუსს. ეს გზის დასასრული არ არის. კანდიდატის სტატუსის მიცემის შემთხვევაში, ეს იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი ევროკავშირის წევრობისკენ. ასევე იქნება კიდევ ბევრი ნაბიჯი. როგორც ევროკავშირის დელეგაცია, აქ ვართ, რომ საქართველოსთან ერთად ვიყოთ ევროკავშირის წევრობის გზაზე. ვიმედოვნებ, რომ საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი და ეს მოუტანს უზარმაზარ სარგებელს საქართველოს. ევროკავშირის წევრობა ნიშნავს სტაბილურობას, მშვიდობას, კეთილდღეობას, ცხოვრების დონის ამაღლებას. ჩვენ ვმუშაობთ ამ მიმართულებაზე, მაგრამ ეს მოითხოვს ეროვნულ თანხმობას. ეს მოითხოვს ყველა პოლიტიკური ძალის ერთობლივ მუშაობას, კომპრომისის, ინკლუზიურობისა და კონსტრუქციულობის სულისკვეთებით. მუშაობა გრძელდება და ვნახავთ, საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება საქართველოს მიერ განხორციელებულ პროგრესზე. ეს იქნება ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის გადაწყვეტილება“, – განაცხადა ელჩმა.