პაველ ჰერჩინსკი - ვიმედოვნებ, ევროკომისია რეკომენდაციას გაუწევს 27 წევრ სახელმწიფოს, რათა მხარი დაუჭირონ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, უნდა დავიცადოთ 8 ნოემბრამდე
ვიმედოვნებ, ევროკომისია რეკომენდაციას გაუწევს 27 წევრ სახელმწიფოს, რათა მხარი დაუჭირონ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ბრიუსელი ევროკავშირის გაფართოების შესახებ მოხსენების მომზადებას ასრულებს.
„ჩემი ზემდგომები ბრიუსელში ასრულებენ გაფართოების მოხსენების მომზადებას, რაც არის პირველი გაფართოების მოხსენება საქართველოსთვის და შეიცავს რეკომენდაციებს წევრი ქვეყნებისთვისაც. გულწრფელად ვიმედოვნებ, ეს რეკომენდაციები იქნება დადებითი, ევროკომისია რეკომენდაციას გაუწევს 27 წევრ სახელმწიფოს, რათა მხარი დაუჭირონ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, რეკომენდაციას მივანიჭებთ, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. სამწუხაროდ, უნდა დავიცადოთ 8 ნოემბრამდე. 8 ნოემბერს იქნება გაფართოების შესახებ მოხსენება საქართველოსთვის და სხვა ცხრა ქვეყნისთვის, რომელიც საჯარო იქნება. იმედი ვიქონიოთ, რომ პროცესი დადებითი მიმართულებით წავა“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.