პაველ ჰერჩინსკი - ვიმედოვნებ, ჩვენი თანამშრომლობა მომავალ მთავრობასთან, რომელსაც ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს, სულ მცირე, ისეთი წარმატებული იქნება, როგორც მის წინამორბედთან
პაველ ჰერჩინსკი - ვიმედოვნებ, ჩვენი თანამშრომლობა მომავალ მთავრობასთან, რომელსაც ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს, სულ მცირე, ისეთი წარმატებული იქნება, როგორც მის წინამორბედთან

ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ საქართველოს ყველა მთავრობასთან, ყველა პრემიერ-მინისტრთან, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, იმედოვნებს, რომ თანამშრომლობა საქართველოს მომავალ მთავრობასთან, რომელსაც ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს, სულ მცირე, ისეთი წარმატებული იქნება, როგორც მის წინამორბედთან.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან ახლოდან ვაკვირდებით სამთავრობო ცვლილებებს. ირაკლი კობახიძე მხოლოდ წარადგინეს, რომ გახდეს მომავალი პრემიერ-მინისტრი და გადაწყვეტილება პარლამენტმა მომავალ კვირას უნდა მიიღოს. როგორც ევროკავშირი, ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ საქართველოს ყველა მთავრობასთან, ყველა პრემიერ-მინისტრთან. ჩვენ ძალიან წარმატებული ურთიერთობა გვქონდა წინა პრემიერ-მინისტრთან და ამჟამინდელ მთავრობასთან. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი თანამშრომლობა საქართველოს მომავალ მთავრობასთან, რომელსაც პრემიერ-მინისტრი კობახიძე უხელმძღვანელებს, სულ მცირე, ისეთი წარმატებული იქნება, როგორც მის წინამორბედთან“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.