პაველ ჰერჩინსკი - ვიმედოვნებ, არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბებული ნებისმიერი მთავრობა მოწოდებული იქნება რეფორმებისკენ, რაც ქვეყანას შესაძლებლობას მისცემს, სწრაფად იმოძრაოს წევრობისკენ
გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბებული მთავრობა ჭეშმარიტად იქნება მოწოდებული რეფორმებისკენ, რაც საქართველოს მისცემს შესაძლებლობას, შეძლებისდაგვარად სწრაფად იმოძრაოს ევროკავშირის წევრობისკენ, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირი მზად არის, აქტიურად იმუშაოს და დაეხმაროს ნებისმიერ მთავრობას, რომელიც ჩამოყალიბდება არჩევნების შემდეგ.
„ჩვენ ყველას მოვუწოდებთ, იმუშაონ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის, რომელიც უნდა იყოს კონკურენტული, ინკლუზიური, გამჭვირვალე და არ უნდა იყოს ძალადობა. როდესაც საქმე ეხება მთავრობას, არის დამატებითი პასუხიმგებლობა იმის უზრუნველსაყოფად, რომ არჩევნები ჩატარდა საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ჩვენ ველოდებით ეუთო/ოდირის შეფასებას. ისინი არიან ექსპერტები, როდესაც საქმე ეხება საარჩევნო დაკვირვებას. ჩვენ იმედი გვაქვს ადგილობრივი დამკვირვებლების აქტიური მუშაობის, როგორიცაა ISFED-ი და ბევრი სხვა.
გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ იქნება ამომრჩევლების წარმატებული გაცნობიერება, ხალხისთვის ახსნა, ეს მათი ვალდებულება და უფლებაა, წავიდნენ და მისცენ ხმა; იმის უზრუნველყოფა, რომ მოსახლეობა წავა და მისცემს ხმას ფარულ არჩევნებში, რადგან ყოველ ხმას აქვს მნიშვნელობა. ჩვენ, როგორც ევროკავშირი, მზად ვართ, აქტიურად ვიმუშაოთ, მხარი დავუჭიროთ და დავეხმაროთ ნებისმიერ მთავრობას, რომელიც ჩამოყალიბდება არჩევნების შემდეგ. პირადად მე გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ვინც მოიგებს არჩევნებს, იქნება მთავრობა, რომელიც ჭეშმარიტად იქნება მოწოდებული რეფორმებისკენ, რაც საქართველოს მისცემს შესაძლებლობას, შეძლებისდაგვარად სწრაფად იმოძრაოს ევროკავშირის წევრობისკენ“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.