პაველ ჰერჩინსკი - საქართველოში მდგრად, პროფესიონალურ, დამოუკიდებელ მედიას ვუჭერთ მხარს, თავისუფალი მედია, დამოუკიდებელი მედია ნებისმიერი დემოკრატიის საყრდენია
ჩვენ ვუჭერთ მხარს, მათ შორის ფინანსურად, მდგრად, პროფესიონალურ, დამოუკიდებელ მედიას საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ, ევროკავშირის მხარდაჭერით, წინასაარჩევნო პერიოდში ჟურნალისტების უსაფრთხოებისა და საარჩევნო გარემოს შესახებ „დოიჩე ველე აკადემიის“ მიერ პარტნიორებთან ერთად ორი კვლევის პრეზენტაციის დაწყებამდე განაცხადა.
როგორც ელჩმა განაცხადა, თავისუფალი მედია, დამოუკიდებელი მედია ნებისმიერი დემოკრატიის საყრდენია.
„მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენ შევკრიბეთ მედიის ექსპერტები, რათა განვიხილოთ მედიის თავისუფლების, მედიის დამოუკიდებლობის, დეზინფორმაციის მიმართ მდგრადობის და, ზოგადად, ექსპერტებს შორის მედიაწიგნიერების საკითხები. ეს თემები უკიდურესად მნიშვნელოვანია მიმდინარე საარჩევნო კამპანიის კონტექსტში. მე ძალიან მოხარული ვარ, რომ როგორც ევროკავშირი, ჩვენ ვუჭერთ მხარს, მათ შორის ფინანსურად, მდგრად, პროფესიონალურ, დამოუკიდებელ მედიას საქართველოში. თავისუფალი მედია, დამოუკიდებელი მედია ნებისმიერი დემოკრატიის საყრდენია“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.