პაველ ჰერჩინსკი - საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა არ უწყობს ხელს დეპოლარიზაციას, პირიქით, აძლიერებს მას
პაველ ჰერჩინსკი - საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა არ უწყობს ხელს დეპოლარიზაციას, პირიქით, აძლიერებს მას

საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმდინარე იმპიჩმენტის პროცედურა არ უწყობს ხელს საქართველოში დეპოლარიზაციას, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, პირიქით, ეს აძლიერებს პოლარიზაციას.

ამასთან, როგორც პაველ ჰერჩინსკიმ აღნიშნა, აღნიშნულ საკითხზე სასამართლოს გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ.

„თქვენ მკითხეთ პრეზიდენტის იმპიჩმენტის მიმდინარეობის შესახებ. მოგეხსენებათ, ახლა საქმე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოშია. კომენტარის გაკეთება არ მინდა. საკონსტიტუციო სასამართლოს გადასაწყვეტია. მესმის, როგორც პრეზიდენტის, ასევე პარტიის წარმომადგენლებმა წარმოადგინეს თავიანთი არგუმენტები. როგორც ყველა, მეც ველოდები სასამართლოს აზრს. რა თქმა უნდა, ამას პატივი უნდა ვცეთ. შემიძლია, გავიმეორო ის, რაც უკვე არაერთხელ მითქვამს და რაც თქვა უმაღლესმა წარმომადგენელმა, ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა, როდესაც თბილისში იმყოფებოდა. საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმდინარე იმპიჩმენტის პროცედურა არ უწყობს ხელს საქართველოში სიტუაციის დეპოლარიზაციას. პირიქით, ეს აძლიერებს პოლარიზაციას, რისი მომსწრენიც ყველანი გავხდით ბოლო ორი დღის განმავლობაში“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.