პაველ ჰერჩინსკი - საქართველოს მთავრობისადმი ფინანსური მხარდაჭერის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიღებულია, თუ ქართველები გადაწყვეტთ, წევრობისკენ გზა არ გააგრძელოთ, ქვეყანა სრულად დაკარგავს ფინანსურ მხარდაჭერას
პაველ ჰერჩინსკი - საქართველოს მთავრობისადმი ფინანსური მხარდაჭერის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიღებულია, თუ ქართველები გადაწყვეტთ, წევრობისკენ გზა არ გააგრძელოთ, ქვეყანა სრულად დაკარგავს ფინანსურ მხარდაჭერას

საქართველოს მთავრობისადმი ფინანსური მხარდაჭერის შეწყვეტის გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მთავრობა კურსს თუ არ შეცვლის, საქართველო მეტს დაკარგავს

„გასულ კვირას ჩვენ გავავრცელეთ ციფრი. საქართველომ დაკარგა 121 მილიონი დოლარის ოდენობის ევროკავშირის დახმარება და ეს ეხება მხოლოდ მიმდინარე მხარდაჭერას. მთავრობა კურსს თუ არ შეცვლის, საქართველო მეტს დაკარგავს. თქვენ, ქართველები, თუ თქვენი ხმებით გადაწყვეტთ, არ გააგრძელოთ ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალი გზა, მაშინ საქართველო დაკარგავს სრულად ფინანსურ მხარდაჭერას, რომელიც მიმართულია ევროკავშირში გაწევრიანების წინ პერიოდისკენ. შემდეგ საქართველო დაკარგავს მთელ ფულს, რასაც ევროკავშირის ახალი წევრები იღებენ, განსაკუთრებით ისინი, რომელთაც ეკონომიკის დაბალი განვითარება აქვთ. მე პოლონელი ვარ, წელს ჩვენ პოლონეთის ევროკავშირში გაწევრიანების 20 წლის იუბილეს აღვნიშნავთ. ევროკავშირში წევრობამ ჩემი ქვეყანა ღრმად გარდაქმნა. მე მხოლოდ ერთ მაგალითს მოგიყვანთ. პოლონეთი როდესაც შედიოდა ევროკავშირში, მას ჰქონდა მხოლოდ 50 კილომეტრი მაღალი სიჩქარიანი გზატკეცილი, ახლა კი 500 კილომენტრიანი გზატკეცილი გვაქვს. ეს მაგალითი ერგება ცხოვრების ყველა სფეროს. ევროკავშირის წევრობა არის მშვიდობის, სტაბილურობის, განვითარების და კეთილდღეობის გარანტიაა, მაგრამ არჩევანი თქვენი გასაკეთებელია. თქვენი ქვეყნის მომავალს თქვენ გადაწყვეტთ, თუ სად გინდათ, იყოს თქვენი ქვეყანა“, – განაცხადა ელჩმა.