პაველ ჰერჩინსკი - საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება, თუ ოპოზიცია აიკრძალება, სამოქალაქო საზოგადოებას დასჭირდება ქვეყნიდან წასვლა, არ იქნება დაცული საბაზისო უფლებები, უმცირესობათა ჩათვლით
საქართველო თუ გახდება ერთპარტიული ქვეყანა, სადაც პოლიტიკური ოპოზიცია აკრძალულია, სამოქალაქო საზოგადოებას დასჭირდება საქართველოდან წასვლა, რათა იფუნქციონიროს, საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის წევრი ვერც დღეს, ვერც ხვალ და ვერც ზეგ, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირის პრინციპებს ყველა წევრი და ყველა მსურველი სახელმწიფო მკაცრად უნდა იცავდეს.
„მკითხეთ რა მთავრობის ბოლო საარჩევნო განცხადებებზე, ნება მიბოძეთ, ვთქვა ხმამაღლა და გარკვევით, რომ ევროკავშირი დაფუძნებულია რიგ ღირებულებებზე. ეს ღირებულებები საკამათო არ არის. ეს ღირებულებები ასახულია ხელშეკრულებებში. ეს არის თავისუფლება, დემოკრატია, კანონის უზენაესობა, უმცირესობების უფლებები. ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებში საქართველოს ხალხი აირჩევს ახალ მთავრობას, რომელიც დაიცავს ამ ნორმებს. ნება მიბოძეთ, ვთქვა ძალიან ღიად, თუ საქართველო გახდება ერთპარტიული ქვეყანა, გახდება ქვეყანა, სადაც პოლიტიკური ოპოზიცია აკრძალულია, სადაც სამოქალაქო საზოგადოებას დასჭირდება საქართველოდან წასვლა, რათა იფუნქციონიროს, თუ ადამიანების საბაზისო უფლებები, უმცირესობების უფლებების ჩათვლით არ არის დაცული, საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის წევრი, ვერც დღეს ვერც ხვალ და ვერც ზეგ. ეს არის არასაკამათო პრინციპები, რომელსაც ყველა წევრი სახელმწიფო და ყველა მსურველი სახელმწიფო მკაცრად უნდა იცავდეს“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.