პაველ ჰერჩინსკი - მხარს ვუჭერთ მდგრად სატრანსპორტო კავშირს ევროკავშირიდან სამხრეთ კავკასიის, საქართველოს გავლით ცენტრალურ აზიამდე
პაველ ჰერჩინსკი - მხარს ვუჭერთ მდგრად სატრანსპორტო კავშირს ევროკავშირიდან სამხრეთ კავკასიის, საქართველოს გავლით ცენტრალურ აზიამდე

ევროკავშირი მხარს უჭერს დაკავშირებულობას და სწორედ ამიტომ, მოხარული ვართ, მონაწილეობა მივიღოთ ტრასეკა-ს ყოველწლიურ შეხვედრაში, ვინაიდან ეს არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც აკავშირებს ევროპას, კავკასიასა და ცენტრალურ აზიას, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

როგორც პაველ ჰერჩინსკიმ აღნიშნა, ევროკავშირის მხარს უჭერს ტრასეკა-ს განვითარებას ფინანსურად და დაკავშირებულობა არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რომელსაც ყველა ერთად აწყდება.

„ჩვენი გლობალური კარიბჭის სტრატეგიით გვინდა, წვლილი შევიტანოთ ევროკავშირის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის დაკავშირებაში. მონაწილეებს ვუსურვებ ყოველივე საუკეთესოს, ხოლო ჩვენ აქ ვართ, რათა მხარი დავუჭიროთ მდგრად სატრანსპორტო კავშირს, როგორც სარკინიგზოს, ისე საავტომობილოს, ევროკავშირიდან სამხრეთ კავკასიის, რა თქმა უნდა, საქართველოს გავლით და ცენტრალურ აზიამდე. ეს მნიშვნელოვანია განსაკუთრებით ახლა, დღევანდელ რეალობაში. უკრაინის მიმართ რუსეთის გაუმართლებელი და არაპროვოცირებული აგრესიის პირობებში შუა დერეფნის როლი იზრდება და ჩვენ აქ ვართ, რათა მხარი დავუჭიროთ სავაჭრო კავშირს სამხრეთ კავკასიის გავლით, რომელიც აკავშირებს ევროკავშირსა და ცენტრალურ აზიას“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.