პაველ ჰერჩინსკი კეზერაშვილის საქმეზე - ნებისმიერი უკანონო საქმიანობა უნდა იყოს გამოძიებული და ვინც ამ უკანონო ქმედებაზეა პასუხისმგებელი, მართლმსაჯულების წინაშე წარდგეს
საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ნებისმიერი უკანონო საქმიანობა უნდა იყოს გამოძიებული და მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგეს ის, ვინც უკანონო ქმედებაზეა პასუხისმგებელი.
აღნიშნულის შესახებ ჰერჩინსკიმ დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„რა თქმა უნდა, თუ არის ნებისმიერი უკანონო საქმიანობა, რომელიც ფოკუსირებულია საქართველოს მოქალაქეებზე, ასევე სხვა ქვეყნების მოქალაქეებზე, უნდა იყოს გამოძიებული და ვინც ამ უკანონო ქმედებებზეა პასუხისმგებელი, მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგეს“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.