პაველ ჰერჩინსკი - გვინდა, დავრწმუნდეთ, რომ სააკაშვილის უფლებები დაცულია, მზად ვართ, დავეხმაროთ ხელისუფლებას იმ ვითარებიდან გამოსავლის პოვნაში, რომელიც პოლარიზაციას უწყობს ხელს
გვინდა, დავრწმუნდეთ, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლებები არის სრულად დაცული, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირი მზად არის, დაეხმაროს საქართველოს ხელისუფლებას შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის პოვნაში, რომელიც, ჰერჩინსკის თქმით, სამწუხაროდ, პოლარიზაციას უწყობს ხელს.
„ვერ გავაკეთებ კომენტარს იმაზე, თუ როგორ ცდილობს მიხეილ სააკაშვილის ოჯახი, მიუდგეს მის პატიმრობას. რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ, როგორც ევროკავშირს, ჩვენ გვინდა, დავრწმუნდეთ, რომ მისი უფლებები არის სრულად დაცული. რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ საქართველოს ხელისუფლებას შექმნილი სიტუაციიდან გამოსავლის პოვნაში, რომელიც, სამწუხაროდ, პოლარიზაციას უწყობს ხელს“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.