პაველ ჰერჩინსკი - გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ სახალხო დამცველის არჩევა იქნება გამჭვირვალე და შერჩეული პირი იქნება პროფესიონალი, როგორც მესმის, სწორედ ეს ხდება ახლა
გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ შემდეგი სახალხო დამცველის არჩევის პროცესი იქნება ინკლუზიური, გამჭვირვალე და შერჩეული პირი იქნება პროფესიონალი და მიუკერძოებელი, – ამის შესახებ საქართველში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ელჩმა აღნიშნა, სახალხო დამცველის გამჭვირვალედ არჩევის პროცესი, არის ერთ-ერთი 12 რეკომენდაციას შორის.
„ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ შემდეგი სახალხო დამცველის არჩევის პროცესი იქნება ინკლუზიური, გამჭვირვალე და შერჩეული პირი იქნება პროფესიონალი და მიუკერძოებელი. როგორც მესმის, სწორედ ეს ხდება ახლა. აღსანიშნავია, რომ ეს არის ერთ-ერთი 12 რეკომენდაციას შორის, ასე რომ გულწრფელად ვიმედოვნებ, პროცესი დასრულდება უმაღლესი კვალიფიკაციის პირის შერჩევით და როგორც მე ვხვდები, ეს პროცესი მიმდინარეობს პარლამენტში“, – განაცხადა ელჩმა.