პაველ ჰერჩინსკი - გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველო სწრაფად იმოძრავებს ევროკავშირის გზაზე, საშინაო სამუშაო ქართველების შესასრულებელია
პაველ ჰერჩინსკი - გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველო სწრაფად იმოძრავებს ევროკავშირის გზაზე, საშინაო სამუშაო ქართველების შესასრულებელია

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, 12 პრიორიტეტზე, რომელზეც საქართველოში მუშაობა მიმდინარეობს, საბოლოო შეფასებას ევროკავშირის წევრი ქვეყნები გააკეთებენ.

ელჩის თქმით, მას იმედი აქვს, წლის განმავლობაში დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მომდევნო ნაბიჯებთან დაკავშირებით.

„გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველო სწრაფად იმოძრავებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, თუმცა ლოდინი საკმარისი არ არის. ქართველების შესასრულებელია საშინაო სამუშაო. როგორც ვიცით, საქართველომ მიიღო 12 პრიორიტეტი და მუშაობა მიმდინარეობს. ჩვენ შევაფასებთ პროგრესს, რომელიც იქნება მიღწეული. საბოლოო შეფასებას ევროკავშირის 27 წევრი ქვეყანა ერთხმად მიიღებს. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ წლის განმავლობაში დადებითი გადწყვეტილება იქნება მიღებული საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მომდევნო ნაბიჯებთან დაკავშირებით“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.