პაველ ჰერჩინსკი - ევროკავშირის ლიდერები საქართველოს მთავრობის მხრიდან განმარტებებს ელოდებიან
ამ დროისთვის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება შეჩერებულია ევროკავშირის ლიდერების მიერ და ისინი საქართველოს მთავრობის მხრიდან განმარტებებს ელოდებიან, – ამის შესახებ ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ოქტომბერში ყველა კანდიდატი ქვეყნისთვის გამოქვეყნდება გაფართოების ანგარიში და ევროკავშირის ლიდერები მომავალ ნაბიჯების შესახებ გადაწყვეტილებას დეკემბერში მიიღებენ.
„საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება ამ დროისთვის შეჩერებულია. ეს ძალიან მკაფიოდ განაცხადეს ევროკავშირის ლიდერებმა 27 ივნისს. ოქტომბერში ყველა კანდიდატი ქვეყნისთვის გამოქვეყნდება გაფართოების ანგარიში და ევროკავშირის ლიდერები მომავალ ნაბიჯების შესახებ გადაწყვეტილებას დეკემბერში მიიღებენ, მაგრამ შექმნილ ვითარებაში ვერ წარმომიდგენია, რომ საქართველო ამ წელს წინ წავიდეს, გადავიდეს შემდეგ ეტაპზე, სწორედ იმიტომ, რომ ლიდერებმა გადაწყვიტეს საქართველოს გაწევრიანების პროცესის შეჩერება და ისინი საქართველოს მთავრობის მხრიდან განმარტებებს ელოდებიან“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.