პაველ ჰერჩინსკი - ევროკავშირის კარი ღიაა საქართველოსთვის, ვიმედოვნებ, ყველა დაინტერესებული მხარე, როგორც მთავრობა, ასევე ოპოზიცია ისარგებლებს ღია კარით და წინსვლას გააგრძელებენ
პაველ ჰერჩინსკი - ევროკავშირის კარი ღიაა საქართველოსთვის, ვიმედოვნებ, ყველა დაინტერესებული მხარე, როგორც მთავრობა, ასევე ოპოზიცია ისარგებლებს ღია კარით და წინსვლას გააგრძელებენ

ევროკავშირის კარი ღიაა საქართველოსთვის, საქართველოს აქვს შესაძლებლობის ფანჯარა, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

ელჩის თქმით, იმედოვნებს, რომ ყველა დაინტერესებული მხარე, როგორც მთავრობა, ასევე ოპოზიცია, გამოიყენებს მომენტს, ისარგებლებს ღია კარით და წინსვლას გააგრძელებენ.

„მსურს, ორი რაღაც ვთქვა. პირველი არის ის, რომ ევროკავშირის კარი ღიაა საქართველოსთვის. ევროპული პერსპექტივა კრისტალურად ნათელია და საქართველოს აქვს შესაძლებლობის ფანჯარა.

მეორე ნაწილი არის ქართველებისთვის, რომ შეასრულონ 12 რეკომენდაცია. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ყველა დაინტერესებული მხარე, როგორც მთავრობა, ასევე ოპოზიცია გამოიყენებს ამ მომენტს, ისარგებლებს ღია კარით და წინსვლას გააგრძელებენ“, – განაცხადა ელჩმა.